უსაფუძვლო ბრალდებები
უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, მისი გადაყენების სცენართან დაკავშირებით, აბსურდულს უწოდებს. ნინო გვენეტაძე იმედთან კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იყო და არა მის წინააღმდეგ რაიმე შეთქმულება. როგორც ერთ ერთი ტელეარხის მიერ მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი, შეხვედრას, რომელზეც ნინო გვენეტაძის გადაყენების სცენარი იდგმებოდა, ვახტანგ გომელაურიც ესწრებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ფაქტს აბსურდული ტყუილი უწოდა. გომელაური აცხადებს, რომ ინფორმაციის გავრცელება სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობაა.
