კეზერაშვილის ფაქტორი "ნაცმოძრაობაში"
ბრძოლა გავლენებისთვის, დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა სააკაშვილის პარტიაში. ნაციონალურ მოძრაობაში ექსპრეზიდენტი დაივიწყეს და ლიდერობისთვის, კლანებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. კეზერაშვილისა და მელიას გუნდებს შორის პროცესები უკიდურესად დაიძაბა. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კეზერაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრებს ინდივიდუალურად ფულს უხდის და რომ მის მიერ ქვეყნიდან მოპარულ მილიონებზე პარტიაში ბრძოლაა, პარტიის წევრები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. პარტიის თავმჯდომარე ჯერ დუმს, ის არსებულ განხეთქილებაზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.
