სოხუმის დაცემიდან დღეს 29 წელი გავიდა
გმირთა მემორიალთან დაღუპულებს პატივი პრემიერ მინისტრმა, პრეზიდენტმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თბილისის მერმა და ოჯახის წევრებმა მიაგეს. დღესვე, ირაკლი ღარიბაშვილმა, შალვა პაპუაშვილთან და კახა კალაძესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გახსნა.
