სამეგრელოში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივი მიაგეს სამეგრელოში. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინებით შეამკეს ჟიული შარტავას, გენო ადამიას, გურამ გაბისკირიასა და ნოდარ კანკიას ბიუსტები. სენაკში ასევე აღევლინა აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი.
