იმერეთში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
იმერეთშიც, სახელმწიფო რწმუნებულმა, ქუთაისის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. სასულიერო პირებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
