პარლამენტის თავმჯდომარე, ავსტრიის პარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან თანამშრომლობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
მხარეებმა ისაუბრეს იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულები პროცესში აქვს, ასევე იმსჯელეს საპარლამენტო საქმიანობასა და ორმხრივ ურთიერთობებზე. შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ავსტრია გააგრძელებს საქართველოს თანადგომას ევროკავშირში წევრობის გზაზე და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, დელეგაციის წევრებმა შალვა პაპუაშვილი ავსტრიაში ვიზიტით მიიწვიეს.
