საქართველო 2:1 გიბრალტარი
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "უეფას" ერთა ლიგის ცე დივიზიონის ჩემპიონია. ქართველმა ფეხბურთელებმა ბოლო ტურში სტუმრად გიბრალტარის ეროვნული გუნდი 2-1 დაამარცხეს და 16 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს. გამარჯვებულებს შორის თითო ბურთი ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი წიტაიშვილმა გაიტანეს, რომლისთვისაც ეს ნაკრებში სადებიუტო გოლი იყო. გურამ კაშიამ კი გუშინ საიუბილეო, მეასე სანაკრებო მატჩი გამართა და რეკორდსმენებს, ლევან კობიაშვილსა და ჯაბა კანკავას გაუთანაბრდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უკვე 11 მატჩია არ დამარცხებულა, რაც ყველა დროის სარეკორდო მაჩვენებელია.
