სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა
13 თვიანი და 13 დღიანი ბრძოლა 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. საკუთარ ქვეყანაში სამასი ათასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა. დაუზუსტებელი მონაცემებით, ათი ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
