მობილიზაცია რუსეთში - ევროპარლამენტის გამოხმაურება
რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია სხვა არაფერია თუ არა პუტინის მარცხი და დემონსტრირებაა რუსული არმიის სისუსტისა ფრონტის წინა ხაზზე - ასეთია შეფასებები ევროპარლამენტიდან პუტინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ევროპელი კანონმდებლები დღეს ომის მიმდინარეობაზე მსჯელობდნენ და წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ უკრაინას დროულად მიაწოდონ დაპირებული იარაღი, რადგან ის უკრაინელ ხალხს, ყველაზე მეტად სჭირდება. ქეთევან ქარდავა ბრიუსელიდან.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
