სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გურიაში წელს 62 ბენეფიციარი ჰყავს
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გურიაში წელს 62-ი ბენეფიციარი ჰყავს. პროექტის ფარგლებში რეგიონში განხორციელდება 2 მილიონ ლარამდე ინვესტირება გრანტის სახით და დასაქმდება ასზე მეტი ადამიანი. პროგრამის გამარჯვებულებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს სააგენტოს დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.
