სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯები იზრდება
სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯები იზრდება. გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრმა მიიღო. 15-დან 30-თ ლარამდე, იზრდება ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯები, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მივლინების სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ნორმა, განისაზღვრება თითოეულ ქვეყანასთან მიმართებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით. ამ განახლებული ნორმებით იხელმძღვანელებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი.
