ბრძოლა გავლენებისთვის, ფინანსებისა და მედიისთვის - რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში?
ბრძოლა გავლენებისთვის, ფინანსებისა და მედიისთვის - რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში? პარტიის წევრები, აქტივისტები და მხარდამჭერები შიდა დაპირისპირებაზე ღიად საუბრობენ. ყვებიან პარტიაში მომხდარ ფაქტებზე, მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზეც. ქრონიკის ინფორმაციით რამდენიმე დღის წინ ხელჩართული ჩხუბი პარტიაში იქამდე მივიდა, რომ ჩხუბის მონაწილეებს ტრავმატოლოგის და ქირურგის დახმარება დასჭირდათ. ნაციონალური მოძრაობა რეალურად რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი. ნაწილი ამტკიცებს, რომ პარტიის ჩამოშლას სააკაშვილის რეჟიმის დროს გამდიდრებული დავით კეზერაშვილი ცდილობს, ნაწილი კი, პარტიის წევრებისა და მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მწვავე დაპირისპირებაზე საუბრობს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
