"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ განხეთქილებას პარტიაში აღარ მალავენ
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება , ბრძოლა გავლენების მოსაპოვებლად - ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ განხეთქილებას პარტიაში აღარ მალავენ. ამის შესახებ ღიად საუბრობენ ნაციონლაური მოძრაობის წევრები, მხარდამჭერები და აქტივისტები. ნაწილი ნიკა მელიას უპირისპირდება , მეორე ნაწილი კი პროცესების უკან დავით კეზერაშვილს და მის ფინანსებს ხედავს. პროცესები მელია კეზერაშვილის დაპირისპირებად შეფასდა პოლიტიკურ სპექტრში, ქართულ ოცნებაში განმარტეს, რომ ოპოზიციური პარტი იშლება
