კულტურის სამინისტრო კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად, მრავალსერიიანი მხატვრული ფილმის სცენარის შექმნის მიზნით კონკურსს აცხადებს
კულტურის სამინისტრო კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად, მრავალსერიიანი მხატვრული ფილმის სცენარის შექმნის მიზნით კონკურსს აცხადებს. საკონკურსო პირობების მიხედვით, მინისერიალის თემატიკა უნდა ეხებოდეს საქართველოს უახლეს ისტორიას, ქართული სპორტის ისტორიას ან ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციას. კონკურისის მეორე ეტაპზე 2023 წლიდან, შექმნილი სცენარების მიხედვით კინოწარმოებაც დაფინანსდება. განაცხადები 21 ოქტომბრის ჩათვლით, ეროვნული კინოცენტრის ვებ გვერდზე, ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის საშუალებით მიიღება.