ბეთანიისა და კოჯორის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დასრულდა და ორმხრივი საგზაო მოძრაობა აღდგა
ბეთანიისა და კოჯორის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დასრულდა და ორმხრივი საგზაო მოძრაობა აღდგა . დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის ივნისში მიწის მასის ჩამოშლამ გზის სავალი ნაწილი დააზიანა, ასფალტის საფარი დაიგო და ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია . აღნიშნულ ტერიტორიაზე დამონტაჟდა ვერტიკალური და ჰორიზონტალური ანკერები, ასევე აშენდა რკინაბეტონის კედელი, რომლითაც რეაბილიტირებული გზის მონაკვეთი გამაგრდა. სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
