თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრში, ჟირაფი ჟოზეს სპექტაკლის პრემიერა გაიმართა
თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრში, ჟირაფი ჟოზეს სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. სპექტაკლის დადგმის მიზანი, ბავშვების სოციალური სივრცეებისა და ეკრანისგან მოწყვეტა და ჟირაფი ჟოზეს ინტერნეტ სივრცისგან დახსნაა. სპექტაკლი განკუთვნილია ორი წლიდან ასაკობრივი კატეგორიის მაყურებელზე და მსურველებს მომდევნო თვეების განმავლობაშიც შეეძლებათ ნახვა. თოჯინების თეატრი, ჟირაფ ჟოზესთან ერთად, საქართველოს არაერთ მხარეს მოივლის. პრემიერას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.