ომის 215-ე დღე
ომის 215-ე დღე. რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. სარაკეტო დარტყმები დონეცკის, მიკოლაევის, ხერსონის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს დასახლებულ რაიონებზე ხორციელდება. პარალელურად, რუსეთი აღმოსავლეთის ფრონტზე პოზიციების გამყარებას ცდილობს, თუმცა უკრაინელები ოკუპანტთა იერიშებს, ყველა მიმართულებით იგერიებენ. დანაკარგების შევსებას მოსკოვი ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციით ცდილობს, რაც რუსეთის მოსახლეობის პროტესტს იწვევს. საპროტესტო აქცია დაღესტანში მასობრივი დაკავებებით დასრულდა.
