საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ
სარაკეტო დარტყმები ხორციელდება ზაპოროჟიის, დონეცკის და ხარკოვის დასახლებულ რაიონებზე, რასაც მშვიდობიანი მცხოვრებლები ეწირებიან. პარალელურად, რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში ეგრეთ წოდებულ რეფერენდუმებს ატარებს. დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიერთების საკითხს სახელმწიფო დუმა ფსევდო რეფერენდუმების დასრულებისთანავე განიხილავს.
