ლაშა ბექაურის ტრიუმფალური დაბრუნება
ნებისმიერი წარმატება, და მით უფრო სპორტული წარმატება, დაუღალავი შრომის, შეუპოვრობისა და თავგანწირვის შედეგია. ნებისმიერი წარმატებული ფინიში, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ის, მხოლოდ შემდეგი სტარტის წინამორბედი უნდა გახდეს. ამისთვის დაბრკოლებები, თუნდაც ტრავმების სახით მოდუნების საშუალებას არ უნდა გაძლევდეს. ეს მოკლე დახასიათება, ერთ ქართველ ახალგაზრდა სპორტსმენს სრულად მიესადაგება. ახალგაზრდა ბიჭს, რომელმაც 19 წლის ასაკში ოლიმპიური მედლის მოპოვებით მთელი საქართველო გაახარა. რა თქმა უნდა, საუბარი ლაშა ბექაურზეა, რომელიც დიდხნიანი პაუზისა და ტრავმის მორჩენის შემდეგ ტატამზე დაბრუნდა, ევროპის ღია პირველობა მოიგო და სამყაროს თავის სახელი კიდევ ერთხელ შეახსენა. ლაშა ბექაური ახლა ძიუდოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ტურნირისთვის ემზადება და აქტიურად ვარჯიშობს. მისი პორტრეტისთვის კი მხოლოდ ორთაბრძოლის ილეთები და იპონი არ კმარა. ძიუდოს მოუხელთებელი და ასე ვთქვათ, უხეში ფინტების მიღმა, სპორტსმენის ცხოვრებაში პოეტური გატაცებებიც იმალება. რა გატაცებებზეა საუბარი, ამას გიორგი ლაშაურისგან შევიტყობთ.