მობილური აპლიკაცია მოგზაურთათვის
რა ხიბლავს და ამახსოვრდება ყველაზე მეტად საქართველოში სტუმრად მყოფ ადამიანს? უხეში გამოკითხვითაც კი, ალაბთ უმეტესობა ბუნებას და ბიუმრავალფეროვნებას დაასახელებს. ყველაზე კარგად ამის შეგრძნება, რა თქმა უნდა, დაცულ ტერიტორიებსა და ეროვნულ პარკებში შეგვიძლია. ეს სეგმენტი კი, თავისუფლად შეიძლება ითქვას, ტურიზმის ერთ-ერთი გამწევი ძალაა, ტურიზმი - დამატებითი შემოსავალი და ეკონომიკურად გაძლიერების ერთ-ერთი წყარო. ამიტომაც ყოველთვის საყურადღებოა, რა კეთდება და რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით. მაგალითად, რაც უფრო შორს მიდიხარ გაუკვალავ ტყეში, კიდევ უფრო შორს გიზიდავს ბუნების იდუმალება, მაგრამ მთავარია გზა არ აგებნეს, ამისთვის დაცული ტერიტორიების სააგენტომ ახალი აპლიკაციაც შექმნა, რაც გადაადგილებისას უფრო მეტ კომფორტს გვთავაზობს. სააგენტოში ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არ არის და სიახლეები ჯერ კიდევ წინაა. მაგრამ სიახლებამდე, შეგვიძლია გადავხედოთ უკვე შექმნილ ისტორიას. ზუსტად 110 წლის წინ საქართველოს რუკაზე პირველი დაცული ტერიტორია შემოისაზღვრა, ეს ტერიტორია ლაგოდეხის ეროვნული პარკი იყო. 110 წლის თავზე კი, ახალ ლოკაციად, ახალი ატრაქციონებით წალკის, იგივე დაშბაშის კანიონი მოვნიშნეთ, წელს იქ დიდი სტუმრიანობა იყო. ჩვენმა ჟურნალისტმა ხატია იობიძემ სწორედ ეს მარშრუტი აირჩია: ყევლაზე ძველიდან ყველაზე უახლესამდე.
