პრემიერი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებშივე, საქართველოს პრემიერი სიმეხ კოლეგას შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები. აღინიშნა, რომ არსებული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების კარგი საფუძველია. შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება მიმოიხილეს. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მედიატორის როლი და ხელი შეუწყოს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გამოეხმაურა. “კარგი შეხვედრა მქონდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა. სამხრეთ კავკასია უნდა იქცეს შესაძლებლობების რეგიონად. აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
