ირაკლი ღარიბაშვილი დერეკ შოლეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ, დერეკ შოლეს შევხდა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ამერიკის მხარდაჭერა გადამწყვეტია.