ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის მოწოდება რუსეთს
კიდევ ერთი გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ და კიდევ ერთი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ოფიციალური მოსკოვი ორი განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებით მკაცრად გააფრთხილა, რადგანაც რუსეთი სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ არც ერთ ვალდებულებას არ ასრულებს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტი 2008 წლის საქმეზე მკაცრად ითხოვს რუსეთისგან, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს დაკისრებული ვალდებულებების აღსრულების სრულფასოვანი სამოქმედო გეგმა. მეორე საქმესთან დაკავშირებით კი, რაც დეპორტირებული მოქალაქეებისთვის 10 მილიონი ევროს ზარალის ანაზღაურებას ეხება, ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტი ამავე საბჭოს კომიტეტებისგან ითხოვს შემუშვდეს სამოქმედო გეგმა, რომლითაც რუსეთს პასუხისმგებლობის აღებას აიძულებენ. ამის აღსრულება, გაართულა იმან რომ უკრაინაში შეჭრიდან გამომდინარე რუსეთი ევროპული საბჭოს რიგებიდან გარიცხულია . საბჭოს მინისტრთა მომდევნო სხდომა დეკემბერშია დანიშნული.
