საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფშია
11 თვიანი წაუგებელი სერია და 2010-11 წლებში დაფიქსირებული პირადი რეკორდის გამეორება. საქართველოს ნაკრებმა პრინციპული მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონია ორით ნოლი დაამარცხა. მატჩს დინამო არენაზე 70 ათასი მაყურებლი დაესწრო. ჩვენი ქვეყნის გუნდი ერთა ლიგის ჯგუფის ბოლო შეხვედრისთვის გიბრალტარში უკვე გაემგზავრა და 26 სექტემბერს კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
