„კრწანისობა 2022“
300 არაგველის სკვერის მიმდებარედ „კრწანისობა 2022-ი“ იმართება. ღონისძიება მეფე ერეკლე მეორისა და კრწანისის ბრძოლის შესახებ ლექციით გაიხსნა. ასევე კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სულის სავედრებელი პარაკლისი აღევლინება. მოეწყო ძველი, ქართული კავკასიური იარაღისა და ქართული სამოსის გამოფენა. კრწანისობის ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდა ანსამბლი “შვიდკაცა” და ფოლკლორული ანსამბლი “თბილისი”.
