საცობები დედაქალაქში - კალაძის განცხადება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისში შექმნილ საცობებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებით არის განპირობებული ის ვითარება, რომელიც დედაქალაქშია. ამასთან, როგორც კახა კალაძე ამბობს, აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ვაჟა ფშაველას და წერეთლის გამზირების განახლების სამუშაოები დაიწყება.
