სახალხო დამცველის მსურველთა განცხადებების მიღება
საკანონმდებლო ორგანოში სახალხო დამცველის მსურველთა განცხადების მიღება 29 სექტემბერს დასრულდება. ცნობილია, რომ საკუთარ კანდიდატს მმართველი გუნდი არ წარადგენს. ომბუდსმენობის კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ ოპოზციური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე არა სამთავრობო ორგანიზაციებს. სამუშაო შეხვედრაზე მესამე სექტორის წარმომადგენლები საბოლოო პროცედურებზე შეთანხმდნენ. მათი განცხადებით, ისინი შიდა არჩევნებს ჩაატარებენ და რეკომენდაციას სწორედ იმ ომბუდსმენობის კანდიდატს გაუწევენ, რომელსაც მხარს, სამუშაო ჯგუფის სამი მეოთხედი დაუჭერს. ოპოზიციური სპეტქტრიდან, სტრატეგია აღმაშენებელი ერთადერთია, რომელიც პროცესებში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვება, როცა არა სამთავრობოების კანდიდატები გახდება ცნობილი.
