ენერგოზრიკისი
ევროპული ქვეყნები ენერგო კრიზისთან გასამკლავებლად ზომებს იღებენ. ენერგო მატარებლებზე ფასის რეკორდულად ზრდის ფონზე საფრანგეთის დედაქალაქში კულტურულ ღირს შესანიშნაობებზე განათების დროზე ადრე გათიშვის გადაწყვეტილება მიიღეს. ელექტრო ენერგიის ეკონომიის მიზნით საზოგადოებრივი შენობების, მათ შორის პარლამენტის გარე განათების გათიშვა დაიწყო საბერძნეთმაც. ენერგო მატარებლების ანტერნატიული მიმწოდებლის მოძიების მიზნით ყატარში სამუშაო ვიზიტს გეგმავს გერმანიის კანცლერი. ბენზინისა და დიზელის საწვავის დეფიციტის აღმოსაფხვრელად მარაგების გახსნას აპირებს შვეიცარია.
