ბაიდენის განცხადება
უკრაინის მიტაცებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ეგრეთ წოდებული რეფერენდუმის ჩატარება მოჩვენებითია და ამერიკის შეერთებული შტატები მას არასდროს აღიარებს. აცხადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჯო ბაიდენის თქმით, „რეფერენდუმები“ ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენაა მიმართული და ვაშინგტონი არასდროს აღიარებს უკრაინის ტერიტორიებს სხვა ქვეყნის ტერიტორიად. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ვაშინგტონი აქტიურად იმუშავებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან იმისთვის, რომ რუსეთს დამატებითი სერიოზული სანქციები დაუწესდეს.
