ილია დარჩიაშვილის შეხვედრები გარეოში
გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის, ალბანეთის, ისლანდიის და ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ისაუბრეს ორ მხრივი ურთიერთობის საკითხებზე, ასევე თანამშრომლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და განიხილეს ურთიერთობების გააქტიურების პერსპექტივები. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგა მინისტრებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევრო ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მხარდაჭერისთვის.
