„პატივისცემით შაგალს“
გალერეა „იარტი“ თბილისი არტ ფეარის ფარგლებში გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გალერეა “იარტისა” და სანდიეგოს „სახვითი ხელოვნების გალერეა არტ ლოფტის“ ერთობლივი პროექტი სახელწოდებით „პატივისცემით შაგალს“. გამოფენა მოიცავს შაგალის 26-ს ლითოგრაფიას, ცნობილი ბიბლიური სერიიდან. გამოფენა 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
