თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 171 -ე სეზონი ტრადიციულად ზაქარია ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი“ გაიხსნა
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 171 -ე სეზონი ტრადიციულად ზაქარია ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი“ გაიხსნა. ამ ტრადიციას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. სპექტაკლში ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან ერთად ორკესტრი, საბალეტო დასი და ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" მონაწილეობდნენ.
