სასათბურე მეურნეობის საპილოტე პროგრამა
სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ქალებს სასათბურე მეურნეობების საპილოტე პროგრამა წარუდგინეს. საპილოტე პროგრამა, რომელიც ლაგოდეხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება, ქალებისთვის სასათბურე მეურნეობის მოწყობის თანა დაფინანსებას ითვალისწინებს. ქალ ფერმერებს საშუალება მიეცემათ, მცირე მიწის ნაკვეთზე სასათბურე მეურნეობა მოაწყონ და სოფლის მეურნეობის პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში აწარმოონ.
