თანამშრომლობის მემორანდუმი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ესტონეთის პროფესიული განათლების ცენტრები სტუდენტთა და პროფესორ მასწავლებელთა მობილობას და ერთობლივ გაცვლით პროგრამებს განახორციელებენ. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გიორგი შარვაშიძემ და ესტონეთის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა მოაწერეს. მხარეები პროფესიული განათლების მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, ერთობლივ საერთაშორისო პროექტების განხორციელებასაც გეგმავენ.
