„პატივისცემით შაგალს“
გალერეა „იარტი“ თბილისი არტ ფეარის ფარგლებში გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გალერეა “იარტისა” და სანდიეგოს „სახვითი ხელოვნების გალერეა არტ ლოფტის“ ერთობლივი პროექტი სახელწოდებით „პატივისცემით შაგალს“. გამოფენა მოიცავს შაგალის 26 ლითოგრაფიას, ცნობილი ბიბლიური სერიიდან. გამოფენა 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
