თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 171 სეზონი ტრადიციულად ზაქარია ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი“ გაიხსნა
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 171 სეზონი ტრადიციულად ზაქარია ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი“ გაიხსნა. ამ ტრადიციას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. სპექტაკლში ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან ერთად ორკესტრი, საბალეტო დასი და ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" მონაწილეობდნენ.
