ამხანაგური შეხვედრა
სამხატვრო აკადემიის რაგბის კლუბში კიოლნისა და თბილისის ვეტერან მორაგბეებს შორის ამხანაგუერი შეხვედრა გაიმართა. თამაში ქართველი მორაგბეების უპირატესობით წარიმართა და მეტოქეს 10:5 აჯობეს. ამ შეხვედრაში სამი ლელო გავიდა. მსგავსი ტიპის შეხვედრა პირველად ჩატარდა და მომავალში სისტემატიურ სახეს მიიღებს. იგეგმება გასვლითი მატჩებიც.
