საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფშია
საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი ოფშია, ერთა ლიგის ბე დივიზიონში გადავიდა და წაუგებელი მატჩების სარეკორდო სერიაც გაიმეორა. ჩვენი ქვეყნის გუნდმა ცე დივიზიონის მეოთხე ჯგუფის მეხუთე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ორით ნოლი დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელებმა თითო ტაიმში თითო გოლის გატანა მოახერხეს. პირველ ნახევარში ანგარიში ავტო გოლით გაიხსნა, ხოლო სააბოლოო შედეგი ხვიჩა კვარაცხელიამ დააფიქსირა, რომელსაც საგოლე გადაცემა ბუდუ ზივზივაძემ გაუკეთა. საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით ხუთ ტურში 13 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად გაინაღდა. ბოლო შეხვედრას კი 26 სექტემბერს გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად ჩაატარებს.
