იზიუმში აღმოჩენილი ცხედრების ექსჰუმაცია დასრულდა
იზიუმში აღმოჩენილი ცხედრების ექსგუმაცია დასრულდა. 447 ცხედრიდან 215 ქალია, 194 მამაკაცი და ხუთი ბავშვი. დაღუპულთა შორის 22 სამხედრო მოსამსახურეა. გარდა ამისა, ნაპოვნია 11 ადამიანის ნეშტი, რომელთა სქესის დადგენა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ცხედართა უმრავლესობას აღენიშნება ძალადობრივი სიკვდილის და წამების ნიშნები. ექსჰუმაციის პროცესში მონაწილეობას იღებს გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ორგანზაციის სპეციალური საგამოძიებო მისიაც.
