აქცია კიევში
კიევის ცენტრში რუსეთის ტყვეობაში დარჩენილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. უკრაინის დედაქალაქში სამხედროების ნათესავები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ 21 სექტემბერს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვების გაცვლის პროცესი შედგა, რომლის ფარგლებიც 200-ზე მეტი უკრაინელი ტყვე, მათ შორის, აზოვის პოლკის 108 მებრძოლი გათავისულფლდა. უკრაინელი მებრძოლების გათავისუფლების სანაცვლოდ , რუსეთში დააბრუნეს 55 რუსი ტყვე. რუსეთის ტყვეობაში ამ დრომდე ასობით უკრაინელი რჩება და მათი ბედის შესახებ არაფერია ცნობილი.
