"რა სევდაა ხეივნის ბოლოს"
ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსულმა პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა 177-ე სეზონი პრემიერით გახსნა. რეზო გაბრიაძის პიესის მიხედვით წარმოდგენილია ანდრო ენუქიძის სპექტაკლი „რა სევდაა ხეივნის ბოლოს“. პიესა საქართველოში პირველად, მსოფლიოში კი მესამედ იდგმება და რეზო გაბრიაძის ხსოვნას ეძღვნება. სპექტაკლი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
