გოგაშვილის დაყადაღებული ქონება - ლევან მურუსიძის სარჩელი
გენერალურმა პროკურატურამ ლევან მურუსიძის საჩივრის შესწავლა დაიწყო. მოსამართლე სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს, სავარაუდოდ, მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. სოსო გოგაშვილი რომ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ცდილობს და თავს ესხმის ქართულ სახელმწიფოს, ამას მმართველ გუნდშიც ადასტურებენ. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე აქტიური შეტევა მიმდინარეობს. ამჯერად კი, მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთვის დავალებების მიმცემთა მიზანში ქართული მართლმსაჯულების სისტემაა. პარალელურად, გოგაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გოგაშვილის ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული რამდენიმე ავტომობილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტოსადგომზეა გადაყვანილი. სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში, სუსის ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლები სასამართლოს განჩინების საფუძველზე მივიდნენ.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
