პრემიერის გამოსვლა გაეროში - შეფასებები
დამაჯერებელი და საქართველოს ინტერესებზე მორგებული - ასე აფასებენ მმართველ გუნდში პრემიერ მინისტრის სიტყვით გამოსვლას გაეროში. დეპუტატები სამ ძირითად ასპექტს გამოყოფენ. რუსული ოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. პრემიერის გამოსვლა გაეროში ოპოზიციამაც შეაფასა, მათ ნაწილს გამოსვლა მოსწონს, თუმცა ამბობს, რომ სასურველია გზავნილებს, რომელიც პრემიერმა გაეროს ტრიბუნიდან გაახმოვანა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც უერთგულოს. ნაწილი კი როგორც ყოველთვის, ახლაც უკმაყოფილოა
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
