პრემიერ-მინისტრის გზავნილები გაეროდან
უმაღლეს პოლიტიკურ ტრიბუნასთან საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლა ქვეყნის ნომერ პირველ პრობლემაზე საუბრით დაიწყო. რუსული აგრესია და ოკუპაცია. გაეროს 77-ე სესიაზე, მსოფლიო ლიდერების წინაშე ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით თქვა, რომ ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია არის გზა ევროპული ერების ოჯახში დაბრუნებისკენ. პრემიერმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და თქვა, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას. ქართულ ეკონომიკაში არსებულ ვითარებას, საქართველოს წარმატებულ პოზიციონირებას გლობალურ ასპარეზზე და რეიტინგებში დაწინაურებას, რეგიონულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებას, გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაში საკმაოდ დიდი ადგილი დაეთმო. პრემიერმა ისაუბრა ქვეყნის ამბიციაზეც - მიიჩნეოდეს რეგიონში დიალოგის ცენტრად.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
