ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი "ოპერის ოქროს ხმა" ბათუმში ხვალ გაიხსნება
ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი "ოპერის ოქროს ხმა" ბათუმში ხვალ გაიხსნება. სამზადისი საზაფხულო თეატრში მიმდინარეობს. კონკურსის გახსნის საზეიმო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი მომღერლები, პროგრამა მთლიანად დაკომპლექტებულია ქართველი კლასიკოსების შედევრებით. სადირიჟორო პულტთან მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი იქნება.
