"ქრონიკამ" გოგაშვილის იმ ქონების არასრული ჩამონათვალი მოიპოვა, რომელიც გამოძიების ფარგლებში დაყადაღებულია
ქრონიკამ იმ ქონების არასრული ჩამონათვალი მოიპოვა, რომელიც გოგაშვილის ოჯახის წევრების ან ახლო გარემოცვის სახელზე ირიცხება და მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაყადაღებულია. საუბარია: თბილისში არსებულ სახლებსა და ბინებზე, მიწის ნაკვეთებზე და ათზე მეტ სატრანსპორტო საშუალებაზე. ბინები და სახლები დედაქალაქში კარგარეთელის ქუჩაზე, ლისზე და ვაზისუბანში, მიწის ნაკვეთები კი თხინვალაში , სოფელ ზაქაროში და მარტყოფში მდებარეობს. მარტყოფში მიწის გარდა, კიდევ ერთი ფართი ირიცხება, შენობა ნაგებობით.
