ჩხრეკა გოგაშვილის სახლში
სოსო გოგაშვილის, საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ადგილზე, მოძრავი ქონების დაყადაღებისა და ამოღების მიზნით, სუსის ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლები, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მივიდნენ. საუბარია ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებულ სამ ავტომობილზე, რომლებიც უკვე გადაიყვანეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტო სადგომზე. ანალოგიური პროცედურები მიმდინარეობს რეგიონში, კერძოდ, იმერეთსა და კახეთში, სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით. გამომძიებელი დავით მშვილდაძე განმარტავს, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო გოგაშვილების უძრავ და მოძრავ ქონებას. მისივე განმარტებით, 157-ე მუხლის მეორე ნაწილით, განჩინება არა მარტო დაყადაღებას, არამედ უძრავი ქონების ჩამორთმევასაც ითვალისწინებს.
