„არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი ახალი ეროვნული სისტემის მოდელის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სამწლიანი პროექტის „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ ფარგლებში შემუშავდა. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა განათლების ეროვნული ცენტრის პარტნიორობით ხორციელდება და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას.
