აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მარინა კალიურანდს და სვენ მიკსერს უმასპინძლა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ევროპარლამენტის წევრებს, მარინა კალიურანდს და სვენ მიკსერს უმასპინძლა. თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. რიჟვაძემ, ევროპელ კანონმდებლებს რეგიონის ტურისტული პოტენციალი გააცნო და ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე ესაუბრა.
