გაეროში სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომზეც გაამახვილა ყურადღება
პრემიერის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მისი თქმით, საქართველო უკრაინის გვერდით დგას. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებასთან ერთად, საქართველოს მთავრობა შეუერთდა და მხარი დაუჭირა ყველა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად წამოყენებულ თითქმის 400 რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ პოზიციას და სხვა ინიციატივებს.
